დღეს, 25 ივლისს, ქუთაისის ტორპედო კვიპროსში ომონიას დაუპირისპირდება კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა. სტივ კინი და ბიორნ იონსენი გუნდის მზადყოფნასა და ფანების მხარდაჭერაზე საუბრობენ.
ქუთაისის "ტორპედო" კონფერენსლიგის საპასუხო შეხვედრაში "ტირანას" ალბანეთში 1:0 მოუგო და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. მომდევნო ეტაპზე "ტორპედო" კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.
სტივ კინის გუნდმა ,,დავით პეტრიაშვილზე" მინიმალური სხვაობით ,,გაგრა" დაამარცხეს.
გამარჯვების მომტანი გოლი 35-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო ,,ტორპედოს" სერბმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ტორპედოელები ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ,,სამგურალთან" გამართავენ. შეხვედრა 11 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება.
ანდრეი კარპოვიჩი (აქტობეს მთავარი მწვრთნელი): ,, დიდხანს ვემზადებოდით ევროტურნირებისთვის, სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, სწორად ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა დავალებები კარგად შეასრულეს და გულშემატკივრები გაახარეს. გავიმარჯვეთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. წინ საპასუხო შეხვედრა გვაქვს და სრული მობილიზებით უნდა შევხვდეთ.
სტივ კინი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): ,,იმედგაცრუებული ვართ შედეგით. არ ველოდით ამ შედეგს. პირველ ტაიმში ფაქტობრივარ არაფერი გამოგვივიდა. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ... საგოლე მომენტები გვქონდა, გოლიც გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ უკეთ გამოიყენა თავისი შანსები. დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ ამ მარცხით არაფერი დასრულებულა. საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.