27-29 ივლისს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მე-11 სპორსკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი  მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. ასპარეზობაში 30-მდე მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო ჩართული. შეჯიბრება გაიმართა წრიული და ოლიმპიური სისტემით. ტურნირის პირველ დღეს მოყვარულებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა შედგა, მეორე დღეს კი წყვილებს შორის გაირკვა უძლიერესების ვინაობა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ATP ტურნირი. გერმანიის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს, ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს  მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან.  ATP-ის ტურნირის მოგების მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა. 


მილანში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და დამაჯერებლად გაუსწრეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება გუშინ საქართველოს ნაკრებიდან , ქუთაისური ძალოსნობის სკოლის წარმომადგენელმა ზაზა ლომთაძემ (94კგ) იასპარეზა. ლომთაძემ მილანურ ფიცარნაგზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება გუშინ 17 წლამდელთა ევროპირველობაძე ლომია თებიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ქუთაისელმა ძალოსანმა ედუარდ კაკაბაძემ კი 2 ბრინჯაო დაისაკუთრა. (ორივე 77კგ.წონითი კატეგორია)

პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში  საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ამ შედეგს ქართველმა ძალოსნებმა ტაშკენტში სამი წარმომადგენლით მიაღწიეს!

გვერდი 4 სულ 4

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…