ქუთაისის ქალ ჰოკეისთან გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ფინალში კოპენჰაგენს შეხვდება

ქუთაისის ქალ ჰოკეისთან გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ფინალში კოპენჰაგენს შეხვდება

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში მიმდინარე  ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ,,ჩელენჯ"-2 –ის გათამაშებაში ქვეჯგუფის სამივე შეხვედრა მოიგო.

პირველ ტურში ქუთაისელებმა  ფინური ,,პორვო" გაანადგურეს 16:0.  5-5 გოლი გაიტანეს ,,ქუთაისის“ უკრაინელმა ლეგიონერებმა პოლინა ვოლოხოვამ და ელონა რეჰინამ. 3 გოლით გამოიჩინა თავი თეონა კუპრაძემ. ორი გოლი კიდევ ერთი უკრაინელი ლეგიონერის, ვალერია ტიშენკოს ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი ფინელებს ლელა სვინტრაძემ გაუტანა.

მეორე შეხვედრაში ,,ქუთაისს“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“ დაძაბული ბრძოლა გადახდა.  საქართველოს ჩემპიონს შეხვედრა 3:0 მიჰყავდა, მაგრამ დანიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ –3:5. ქუთაისელებმა ვალერია ვოლოხოვასა და ილონა რეჰინას გოლებით წონასწორობა აღადგინეს, საბოლოოდ კი 8:6 გაიმარჯვეს.

,,კოპენჰაგენთან“  გატანილი რვავე გოლი უკრაინელი ლეგიონერების ანგარიშზეა. 4 გოლი გაიტანა ილონა რეჰინამ, 3 პოლინა ვოლოხოვამ, 1– ვალერია ტიშენკომ.

17 თებერვალს , ,,ქუთაისი“ ბელგრადის ,,ბასკს“ დაუპირისპირდა და სერბული კლუბი 12:2 გაანადგურა.  რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ქუთაისურ გუნდს, ამ შეხვედრაშიც უკრაინელმა ლეგიონერებმა ულიდერეს. 6 გოლი გაიტანა ილონა რეჰინამ, 2–2  ბურთი ვალერია ტიშენკკოს, პოლინა ვოლოხოვასა და თამარ სუპატაშვილის ანგარიშზეა.

ამდენად, ავთანდილ თევდორაძის გუნდმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.  დებულების მიხედვით ჯგუფში 1–2 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მეორეადგილზე დანიური ,,კოპენჰაგენი“ გავიდა. ქუთაისელები ფინალში სწორედ კოპენჰაგენელებს დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული მომავალ წელს რანგით მაღალ ლიგაში – ,,ჩელენჯ“–1–ში დაწინაურდება.

 

განახლდა კვირა, 24 თებერვალი 2019 18:25
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…