
დავით კოხრეიძე
ფოთის ,,კოლხეთის" პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.
მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება გუშინ საქართველოს ნაკრებიდან , ქუთაისური ძალოსნობის სკოლის წარმომადგენელმა ზაზა ლომთაძემ (94კგ) იასპარეზა. ლომთაძემ მილანურ ფიცარნაგზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და “რაგბის ზაფხულის თასის” პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.
მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება გუშინ 17 წლამდელთა ევროპირველობაძე ლომია თებიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ქუთაისელმა ძალოსანმა ედუარდ კაკაბაძემ კი 2 ბრინჯაო დაისაკუთრა. (ორივე 77კგ.წონითი კატეგორია)
საჩხერის ,,ჩიხურამ“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხევდრა ,,მიხეილ მესხზე“ სლოვენიის ჩემპიონ ,,მარიბორთან“ გამართა და ,,ბეითარის“ საშინაო მატჩის მსგავსად, ახლაც ნილოვან ფრეს დასჯერდა.
ყველას გახსოვთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ებრაულ გუნდთან მეორე დაპირისპირებაში. იმედია, სოსო ფრუიძის შეგირდები, სტუმრად მოახერხებენ გოლის გატანას და კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართული ფეხბუთის გულშემატკივრებს.