
დავით კოხრეიძე
საჩხერის ჩიხურა 2 აგვისტოს უეფა ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებით შეხვედრას სლოვენიის მარიბორთან სტუმრად გამართავს. (პირვლი შეხვედრა 0-0).
2 აგვისტოს, ქუთაისის "ტორპედო" ფარერებზე "ვიკინგურის" წინააღმდეგ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს.
რომში მიმდინარე ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა, ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
27-29 ივლისს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მე-11 სპორსკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. ასპარეზობაში 30-მდე მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო ჩართული. შეჯიბრება გაიმართა წრიული და ოლიმპიური სისტემით. ტურნირის პირველ დღეს მოყვარულებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა შედგა, მეორე დღეს კი წყვილებს შორის გაირკვა უძლიერესების ვინაობა.
ინტერვიუ წყალტუბოს ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელთან
ორიოდე დღეში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. სეზონის მეორე ეტაპისთვის ემზადებიან ეროვნული ლიგა –2ის გუნდებიც. წყალტუბოს ,,სამგურალი“, რომელიც პირველი ეტაპის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე–9 პოზიციაზეა, მომდევნო ორ წრეში მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. თუ რა მიზნები აქვთ წყალტუბოელებს, რა სიახლეებია გუნდში და როგორ მოემზადნენ ისინი ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის, ამის შესახებ ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.