ტორპედო დანიაშია და ვიკინგებს დანაკლისით ესტუმრება

2 აგვისტოს, ქუთაისის "ტორპედო" ფარერებზე "ვიკინგურის" წინააღმდეგ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს.

შეხვედრა 22.00 საათზე დაიწყება. გუშინ ქუთაისური გუნდი  დანიის ქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც  ფარერებზე უნდა გადაფრინდეს; კუნძულზე გამგზავრებამდე ,,ტორპედომ“ კოპენჰაგენში მოთელვითი ვარჯიში ჩაატარა.

ქუთაისელებს ,,ვიკინგურთან“ მატჩის წინ საკადრო პრობლემები შეექმნათ და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდათ. ბოლო მომენტში, ვიზების გაკეთება მათი შემცვლელებისთვისაც ვერ მოხერხდა და  ფარერებისკენ მხოლოდ 16 ფეხბურთელით გაემგზავრნენ.

,,ვიკინგურთან“ მატჩს ლეგიონერები არფანგ დაფე და  გლეოფილდო ჰასელბაინკი სავიზო პრობლემების გამო გამოტოვებენ,ლევან კუტალიას და თენგიზ წიქარიძეს კი ჯანმთელობის პრობლემები შეექმნათ.

 

კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველ შეხვედრაში ვიკინგები 3:0 გაანადგურა და განმეორებით დაპირისპირებაშიც ფავორიტად ითვლება.

ბუნებრივია, ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის საპასუხო შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. თამაშის დღეს, მათთვის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის კარები გაიღება, სადაც მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე იქნება.

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…