ვიტ–ჯორჯიამ პოლონური კლუბი დაამარცხა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეროვნულ ლიგაში შარსან აღზევებული გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
“ქუთაისმა” “თსუ-ჰიუნდაი” ბოლო წამებზე დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგის მე–10 ტურში ,,ქუთაისმა" სტუმრად “თსუ-ჰიუნდაი” 85:82 დაამარცხა. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
,,ტორპედოს" წაუგებელი სერია ,,კარპატთან" შეწყდა
ქუთაისის ,,ტორპედოს" 30 აგვისტოს შემდეგ 27 (ოფიციალურ და ამხანაგურ) შეხვედრაში არ ჰქონდა წაგება, მაგრამ, კახა ჩხეტიანის გუნდმა ეს შთამბეჭდავი სერია, დღეს, ლვოვის ,,კარპატთან" მარცხით დაასრულა. თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისური გუნდი დღეს კოკისპირული წვიმის ფონზე უკრაინის პრემიერ ლიგის მე–10 ადგილოსან ,,კარპატს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ქუთაისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს
16–17 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტს აიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი -,,ჩელენჯ 2" დარბაზის(ინდორ) ჰოკეიში ქალთა გუნდებს შორის. ჩემპიონატში ქუთაისის გუნდთან ერთად მონაწილეობენ : ფინეთის, დანიის და სერბეთის ქვეყნის ჩემპიონები.
ქუთაისის გუნდი ევროტურნირებისთვის უკრაინელი ჰოკეისტებით გაძლიერდა.
საქართველოს ჩემპიონი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: მედეა ბუჯანაძე,ლელა სვინტრაძე,ანი სალდაძე,თეონა კუპრაძე, თამუნა სუპატაშვილი,ბელა ბასილაძე,თამთა არუსია,ვალერია ტიშენკო ,ბელა რუხაძე,პალინა ვოლოხოვა,
მწვრთნელი:ავთანდილ თევდორაძე და მოთამაშე მწვრთნელი ბელა ბასილაძე.
გუნდის მენეჯერი :თამარ რევიშვილი
ბელგრადში გუნდს შეუერთდება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილონა რეჰინა.
თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვა შეგიძლიათ :
https://eurohockey.org https://www.eurohockeytv.org
16– თებერვალი–
14სთ15წთ– ქუთაისი – პორვო (ფინეთი)
20სთ00წთ – ქუთაისი – კოპენჰაგენი(დანია)
17 თებერვალი
12სთ45 წთ –ქუთაისი– ბასკთ(სერბეთი)
16სთ45 წთ 3 – 4 ადგილი
18სთ15 წთ 1– 2 ადგილი
ბათუმის დინამო ,,დესნასთან" დამარცხდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის ,,დინამომ" დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. ბათუმელებმა ამჯერად დათმეს შეხვდა 0:2. გია გეგუჩაძის გუნდს უკრაინელებმა გოლები 4 წუთის ინტერვალში გაუტანეს. 32–ე წუთზე ,,დესნა" სერგიჩუკმა დააწინაურა, 35–ე წუთზე კი ვოლკოვმა მეორედ აიღო ბათუმელთა კარი.
ბათუმის ,,დინამომ" უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: შოვნაძე, ზუბენკო, ტეიდი, გოგიტიძე, კვირკვია, ვარშანიძე, შარიქაძე, ჯანელიძე, ცაცკრიალაშვილი, გაფრინდაშვილი, აბუსელიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, გაგოშიძე, მელიავა, ჩალაძე, მამუჩაშვილი, ილურიძე, ჭანტურია.