ლიგა 3 25–ე ტურის მიმოხილვა
ლიდერმა შანსები კიდევ უფრო გაამყარა
ეროვნულ ლიგა 3-ში, 25-ე ტურის მატჩებიც დასრულდა - ზედა საფეხურზე ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა პირველადგილოსანი „ზუგდიდი“ სამი ქულით კიდევ უფრო დაწინაურდა. მართალია ლიდერთა სამეულში ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ თვითონ ლიდერმა, უშუალო კონკურენტთან ქულათა სხვაობა, რვა ქულამდე გაზარდა.
ერთა ლიგა მოგებით დავიწყეთ
ყაზახეთი – საქართველო 0:2
6 სექტემბერს, „ასტანა არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ტორპედოს ,,ქამ–ბექი" იმერულ დერბში
ქუთაისის ,,ტორპედომ" ევროთასებზე გამოსვლა ,,ლუდოგორეცთან" მარცხით (0:1, 0:4) დაასრულა და ეროვნულ ლიგაზე გადაერთო. 2 სექტემბერს ქუთაისელებმა 23-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხეს "სამტრედია".
შეხვედრა ქუთაისელებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. 23-ე წუთისთვის სამტრედიელები გიორგი ფანცულაიას დუბლით 2:0–ს იგებდნენ.
ბოლო წამამდე გამარჯვებისთვის – ჩხეტიანი ,,ლუდოგორეცთან" ბოლომდე ბრძოლას გვპირდება
ტორპედო ლუდოგორეცთან საბრძოლველად ემზადება
დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში რაზგრადში, "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს ,,სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.
24-ე ტური-ლიდერთა წარმატებული მატჩები
ლიგა 3-ში სატურნირო ცხრილის მიხედვით უცვლელი მდგომარეობაა - ცხრილს ხუთქულიანი ჰანდიკაპით, კვლავ მყარად ლიდერობს სკ. „ზუგდიდი“, რომელმაც გასვლაზე აუტსაიდერი, წყალტუბოს „სამგურალი 2“ – 4:3 დაამარცხა, თუმცა აღნიშნული მატჩი დრამატულად წარიმართა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში შეიცვალა ყველაფერი.