ქვე-კატეგორიები
2019 წლის 1 იანვრიდან ქუთასიდან პარლამენტი მთლიანად თბილისში გადავა. პარლამენტის ქუთაისის შენობას კი სხვა დატვირთვა ექნება, იქ "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის, შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრის და მომსახურების სააგენტო განთავსება იგეგმება. პარლამენტის შენობის სხვა ფუნქციით დატვირთვის იდეით გამოდის იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე რევაზ რობაქიძე, რომელიც პარლამენტის შენობის ოლიმპიურ კომპლექსად გადაკეთების ინიციატივას კიდევ ერთხელ აჟღერებს. პირველად ამის თაობაზე სეოკის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2015 წელს საუბრობდა. რევაზ რობაქიძემ აღნიშნულ იდეას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი წერილი მიუძღვნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
დღევანდელ სტრესულ გარემოში, ფსიქოლოგიის როლი ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, ამ მხრივ გამონაკლისი სპორტიც არ არის. ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენების წარმატების საიდუმლო , კარგ ფიზიკურ, ტაქტიკურ თუ ტექნიკურ მომზადებასთან ერთად სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც არის, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ბევრ გუნდსა თუ ნაკრებს თავისი ფსიქოლოგი ჰყავს. თუ რა როლი აკისრია ფსიქოლოგიას სპორტში, რა არის სპორტის ფსიქოლოგია? როგორია სპორტსმენების მომზადების ფსიქოლოგიური თავისებურებები, ამის თაობაზე ფსიქოლოგი მირანდა კალატოზი გვესაუბრება.