თბილისში, უეფას საკვალიფიკაციო ეტაპის, წინასამატჩო პრესკომფერენციაზე, ქუთაისის "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი და კაპიტანი, როინ კვასხვაძე, საზოგადოებასთან 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მაისურებით წარსდგნენ.
ქუთაისს კალათბურთის ლიეტუველ სპეციალისტი სტეპას კაირუნასი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი კალათბურთელებისთვის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში ორდღიანი ვარჯიშები ჩაატარა. სტეპას კაირუნასი საქრთველოში საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით იმყოფებოდა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, მათი მიზანი ბავშვების მომზადებასთან ერთად, პერსპექტიული ბავშვების ამერიკაში წაყვანა და კოლეჯებისა და საუნივერსიტეტო გუნდებში მოწყობაა. ლიეტუველ სპეციალისტს კემპის ჩატარებაში იტალიურ სერია ა - ში დაწინაურებული ,,ალმა ტრიესტეს" ქართველი ლიდერი გიგა ჯანელიძე და მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე ეხმარებოდნენ. კემპი კერძო პირების პაატა და ჭაბუკი მერკვილაძეების სპონსორობით ჩატარდა.
ეროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ,,ტორპედოს" მეტოქეს სავიზო პრობლემები შეექმნა. ალბანური კლუბის წარმომადგენლები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც
სტამბოლში საქართველოს საკონსულომ ალბანური "კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპა ლიგის პლეი–ოფის კენჭისყრა გაიმართა, სადაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისის ,,ტორპედოს" სავარაუდო მეტოქე გაირკვა.
9 აგვისტოს "ტორპედო" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს "კუკესის" წინააღმდეგ ქუთაისური. გუნდი მალევე ალბანეთში გაემგზავრება, სადაც განმეორებითი მატჩისთვის მოემზადება.
დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.
დღეს თბილისის ,,დიანმოსა“ და ,,რუსთავის|“დაპირისპირებით ეროვნული ლიგა განახლდა. დინამოეელებმა მეტოქე 2;1 დაამარცხეს და ლიდერ ,,საბურთალოს“ 2 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თავის შეხვედრას ხვალ გამართავს.
დღეს ეროვნულ ლიგა 2–ის მე–19 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. გადახალისებულმა მარტვილის ,,მერანმა“ 3:1 დაამარცხა მისთვის ერთ–ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ,,გაგრა“; ქობულეთის ,,შუქურამ“ კი საოცარი ,,ქამ ბექი“ შემოგვთავაზა ,,ნორჩ დინამოსთან“ 86– წუთამდე აგებდა შეხვედრას და საბოლოოდ გამარჯვებული თავად გამოვიდა...
ქუთაისის ტორპედოს პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ.