
დავით კოხრეიძე
ტორპედო ლუდოგორეცთან საბრძოლველად ემზადება
დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში რაზგრადში, "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს ,,სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.
17–19 აგვისტოს ლიტვის ქალაქ ტრაკაიში ჩატარდა ლიტვის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 6 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, ფინეთი, პოლონეთი და საქართველო. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ, რომელმაც მსუბუქ წონაში ლიტველ მეწყვილესთან ერთობლივი ეკიპაჟით, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მედალი მოიპოვა.
ქუთაისის ,,ტორპედოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისური გუნდი ,,კუკესთან" გუშინდელი შეხვედრის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს. ტორპედოელები შვეიცარიელ არბიტრ ალენ ბიერს მათ კარში დანიშნულ ორ საეჭვო პენალტს და ორ არჩათვლილ გოლს ედავებიან.
ქუთაისის ,,ტორპედო" ისტორიაში პირველად გავიდა ევროპალიგის პლეი ოფში. კახა ჩხეტიანის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალბანურ ,,კუკესთან"სტუმრად 0:2 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (5:4) შემდეგ ეტაპზე სწორედ ,,ტორპედო" გავიდა.
დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ალბანურ ,,კუკესს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
იმის გამო, რომ ,კუკესის“ სტადიონი უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს შეხვედრა ,,ელბასარ არენაზე“ გაიმართება.
"კუკესისა" და "ტორპედოს" განმეორებით მატჩს შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ალენ ბიერი იქნება.