კახა ჩხეტიანი: "როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული "ტორპედო" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!"

მეტოქეზე: "ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპალიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!"

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

ქუთაისის ,,ტორპედო“ ტირასპოლში  გუშინ გაემგზავრა,  სადაც 18 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონ ტირასპოლის ,,შერიფს” შეხვდება.  მატჩი ტირასპოლის  მთავარ არენაზე თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

საჩხერის ,,ჩიხურა" ხვალ დილის 7 საათზე გაემგზავრება ისრაელში და 19 ივლისს   თავის მე-16-ე ევროპა - ლიგურ მატჩს გამართავს იერუსალიმში - ,,ბეითარ ტრამპის" წინააღნდეგ,  შესაბამისად მე-8-ე თამაში იქნება სტუმრის რანგში გამართული.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. საფეხბურთო არენის რეაბილიტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.    მინდვრის საფარის დაგებას სფფ- აფინანსებს. უკვე დამონტაჟდა სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, ამ ეტაპზე კი მინდვრის საფარის დაგება მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ 16 ივლისს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემა ოფიციალურად გადაეცემათ.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…