დავით კოხრეიძე
,,ტორპედო“ ,,ვიკინგურს“ ამარცხებს
ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერების ,,ვიკინგურს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები მინიმალური სხვაობით 1:0 იგებენ.
ტორპედო სლოვაკი თავდამსხმელით გაძლიერდა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში მატებაა. ქუთაისური გუნდის ღირსებას 30 წლის სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი დაიცავს; სლოვაკმა ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილოშ ლაჩნი ,,ტორპედოში" სლოვაკური "ჟილინადან" გადავიდა. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც "რუზომბეროკი" (სლოვაკეთი), "შლიონსკი" (პოლონეთი), "გროდნო" (ბელორუსი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია) და პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი) არიან.
კახა ჩხეტიანი: მეტოქე უნდა დავაფასოთ!
კახა ჩხეტიანი: "როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული "ტორპედო" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!"
მეტოქეზე: "ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპალიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!"
ტორპედო ტირასპოლშია და შერიფთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება
ქუთაისის ,,ტორპედო“ ტირასპოლში გუშინ გაემგზავრა, სადაც 18 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონ ტირასპოლის ,,შერიფს” შეხვდება. მატჩი ტირასპოლის მთავარ არენაზე თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!
საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ხოვატია 4:2 დაამარცხა და მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. პირველად ფრანგები მსოფლიო ჩემპიონები 1998 წელს გახდნენ. .
ხორვატებთან ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე მარიო მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა.