დღევანდელ სტრესულ გარემოში, ფსიქოლოგიის როლი ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, ამ მხრივ გამონაკლისი სპორტიც არ არის. ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენების წარმატების საიდუმლო , კარგ ფიზიკურ, ტაქტიკურ თუ ტექნიკურ მომზადებასთან ერთად სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც არის, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ბევრ გუნდსა თუ ნაკრებს თავისი ფსიქოლოგი ჰყავს. თუ რა როლი აკისრია ფსიქოლოგიას სპორტში, რა არის სპორტის ფსიქოლოგია? როგორია სპორტსმენების მომზადების ფსიქოლოგიური თავისებურებები, ამის თაობაზე ფსიქოლოგი მირანდა კალატოზი გვესაუბრება.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ინტერნეტში, გავრცელებულ სკანდალურ ფოტოს, რომელშიც ასახულია, ქართველი მოჭიდავეები, რუსეთის დროშის ფერების მქონე მაისურში, ფეისბუქზე ეხმაურება.