დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ,,აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.

ქუთაისის ,,ტორპედომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგია შესანიშნავად დაიწყო. კახა ჩხეტიანის გუნდმა სასტარტო შეხვედრაში საკუთარ არენაზე ბოლნისის ,,სიონი" დაამარცხა 3:2, გუშინ კი მეორე ტურის მატჩში სტუმრად ბათუმის ,,დინამოს" აჯობა–2:0. ქუთაისელებმა კვლავ კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს. მე–17 წუთზე თენგიზ წიქარიძის გადაცემის შემდეგ ,,ტორპედოს" უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასი ბუდუ ზივზივაძემ გამოიყენა და ოფიციალურ შეხვედრაში ,,ტორპედოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და ,,ტორპედომ" მეტოქე 2:0 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში 256 დღის წინ, გასული წლის 23 ივნისს მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დამარცხდა.

ევროპის ჰოკეის ფედერაციამ  მოულოდნელი და ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე იმაშია, რომ ევროპის ჰოკეის მმართველმა ორგანომ,  ქალთა შორის ინდორ ჰოკეიში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – ჩელენჯ 2 –ის ფინალური შეხვედრის  შედეგი გააუქმა, რომელშიც ,,ქუთაისი“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“  დამარცხდა. ამდენად, ქუთაისური  გუნდი, როგორ ქვეჯგუფის გამარჯვებული, მომავალ წელს რანგით მაღალ ტურნირში ჩელენჯ–1 ში ითამაშებს.

 ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.  ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან.  თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.

ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…