
დავით კოხრეიძე
ბასილაშვილის ისტორიული მოგება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ATP ტურნირი. გერმანიის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.
ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს, ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. ATP-ის ტურნირის მოგების მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა.
ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დასახელდა
თბილისის დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.
ახალგაზრდა ძიუდოისტების ბერლინური წარმატება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კოლხეთში ლანდი გამოჩნდა
დღეს, ფოთის სარაგბო სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია ,,lion building development''-მა, ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას ახალი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ლანდი წარუდგინა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!
მილანში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და დამაჯერებლად გაუსწრეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.