საკალათბურთო კემპი ქუთაისში და ამერიკული პერსპექტივები
ქუთაისს კალათბურთის ლიეტუველ სპეციალისტი სტეპას კაირუნასი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი კალათბურთელებისთვის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში ორდღიანი ვარჯიშები ჩაატარა. სტეპას კაირუნასი საქრთველოში საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით იმყოფებოდა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, მათი მიზანი ბავშვების მომზადებასთან ერთად, პერსპექტიული ბავშვების ამერიკაში წაყვანა და კოლეჯებისა და საუნივერსიტეტო გუნდებში მოწყობაა. ლიეტუველ სპეციალისტს კემპის ჩატარებაში იტალიურ სერია ა - ში დაწინაურებული ,,ალმა ტრიესტეს" ქართველი ლიდერი გიგა ჯანელიძე და მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე ეხმარებოდნენ. კემპი კერძო პირების პაატა და ჭაბუკი მერკვილაძეების სპონსორობით ჩატარდა.
ქართველთა კატასტროფული გამოსვლა მაკედონიაში
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში კატასტროფულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველმა ახალგაზრდებმა მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეოთხე პაექრობაში მარცხი განიცადეს.
საქართველოს 16 წლამდელები უკრაინასთან დამარცხდნენ
გუშინ საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში ამხანაგური მატჩი გამართა მასპინძელ თანატოლებთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 78:71 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ პაექრობაში უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ.
ბათუმში “დელფინებმა” იმარჯვეს
3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში თავი 18-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ფინალური ეტაპის იმ 1 საგზურისთვის იბრძოდნენ, რომელიც შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულისთვის იყო დაწესებული. ტურნირი უამინდობის გამო, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა.