ქუთაისელი მსროლელი ლიზი კილაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა. ჩვენმა მსროლელმა, ამ ეტაპისთვის, თავისი კარიერის უდიდეს წარმატებას ამ დილით კორეიის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია.
17–19 აგვისტოს ლიტვის ქალაქ ტრაკაიში ჩატარდა ლიტვის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 6 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, ფინეთი, პოლონეთი და საქართველო. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ, რომელმაც მსუბუქ წონაში ლიტველ მეწყვილესთან ერთობლივი ეკიპაჟით, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მედალი მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ ბულგარეთში ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატი ჰოკეი-5-ში გოგონათა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა გოგონებმა 6 გუნდიან ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატის შესახებ ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე გვესაუბრა.
ნოვი სადში მიმდინარე სერბეთის "დიდ პრიზზე" წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ, რომელმაც 567 ქულით ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.
ქართველი სპორცმენები წყალბურთელდა ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერ ვიდეო ესთაფეტას ავრცელებენ.
წარმატებული გერმანული ვოიაჟის შემდეგ მსოფლიოს 35-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში, კიცბიუელის ტურნირზე (ATP 250) გამოვიდა, სადაც პირველივე წრეში 23 წლის სერბ ლასლო დეირეს დაუპირისპირდა.