ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 23 წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარა.
რომში მიმდინარე ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა, ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.