საქართველოში რუსეთის ორგანიზებით Mas-wrestling-ის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება — ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას. ტურნირი აპრილის ბოლოს წყალტუბოს სპორტულ კომპლექსშია დაგეგმილი და მასში, როგორც ფორმულას გადაცემამ „ხალხთან ერთად“ გაარკვია, რუსეთის ფედერალური მთავრობის წევრი, იაკუტიის ოლქის სენატორი და Mas-wrestling-ის პრეზიდენტი ალექსანდრ აკიმოვი მიიღებს მონაწილეობას.