საქართველოში რუსეთის ორგანიზებით Mas-wrestling-ის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება — ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას. ტურნირი აპრილის ბოლოს წყალტუბოს სპორტულ კომპლექსშია დაგეგმილი და მასში, როგორც ფორმულას გადაცემამ „ხალხთან ერთად“ გაარკვია, რუსეთის ფედერალური მთავრობის წევრი, იაკუტიის ოლქის სენატორი და Mas-wrestling-ის პრეზიდენტი ალექსანდრ აკიმოვი მიიღებს მონაწილეობას.
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და ეს ხარების დღესასწაულს დაემთხვა.
მიხეილ აშვეთიას გუნდმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში ,,თელავი" 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოელები მე-4 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, გოლი ლუკა ხორხელის გადაცემით ლუკა შეროზიამ გაიტანა.
თელაველებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს. გოლი 55-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ხაბულიანმა გაიტანა.
თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.