ისტორიაში მეორედ, ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
გორის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მფლობელს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა.
ანტალიაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს
ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან. თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.
ქუთაისის ტორპედო არსენალთან დამარცხდა
16 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი კიევის "არსენალთან" გამართა და უკრაინულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქუთაისური გუნდიდან გოლი რიცარდ ლუკამ გაიტანა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბოლო წუთზე პენალტი გამოიყენა.
ამით "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას უკვე სამშობლოში საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს.
ტორპედოელებმა ანტალიაში 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. აქედან სამ მატცში გაიმარჯვეს, 1 შეხვედრა ფრედ დსარულდა, ხოლო ორ დაპირისპირებაში დამარცხდნენ..
ტორპედომ ოლიმპიკთან ფრე ითამაშა
ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ,,ტორპედომ" დღეს კიდევ ერთი სპარინ გამტჩი გამართა. კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის მე–9 ადგილოსანი დონეცკის ,,ოლიმპიკი" იყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ვიტ–ჯორჯიამ პოლონური კლუბი დაამარცხა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეროვნულ ლიგაში შარსან აღზევებული გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.