დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.


ქუთაისის ,,ტორპედომ” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერული ,,ვიკინგური” 3:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ქუთაისური გუნდის თამაშში ხარვეზებიც გამოჩნდა. როცა ფარერული გუნდი 3-4 საგოლე მომენტს გიქმნის, ეს მართლაც, რომ საყურადღებო ფაქტია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ,,ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მინუსებზეც გაამახვილა ყურადღება.

ქუთაისის ,,ტორპედომ“ ევროპალიგის  მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერების ,,ვიკინგური“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში  ფარერების ,,ვიკინგურს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები მინიმალური სხვაობით 1:0 იგებენ.

ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში მატებაა. ქუთაისური გუნდის ღირსებას 30 წლის სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი დაიცავს; სლოვაკმა ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილოშ ლაჩნი ,,ტორპედოში" სლოვაკური "ჟილინადან" გადავიდა. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც "რუზომბეროკი" (სლოვაკეთი), "შლიონსკი" (პოლონეთი), "გროდნო" (ბელორუსი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია) და პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი) არიან.

კახა ჩხეტიანი: "როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული "ტორპედო" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!"

მეტოქეზე: "ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპალიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!"

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…