
დავით კოხრეიძე
ქუთაისში სპორტის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს
2 აგვისტოს ქუთაისში “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. საჯარო განხილვას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სამკითხველო დარბაზში დარგის სპეციალისტებთან ერთად ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა.
ლიდერების ფრეები და შევარდენის გაელვება
2 აგვისტოს, თითქმის ერთ თვიანი შესვენების შემდეგ , ეროვნული ლიგა 2–ი განახლდა. გუშინ მე–19 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერებმა ბათუმის ,,დინამომ“ და ,,ვიტ ჯორჯიამ“ , შესაბამისად ,,თელავთან“ და ,,ცხინვალთან“ ,თავაინთი შეხვედრები ფრედ დაასრულეს. თბილისის ,,შევარდენმა“ კი წყალტუბოს ,,სამგურალი“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მარტვილში ადგილობრივი ,,მერანი“ ,,გაგრას“ დაუპირისპირდება, გათამაშების აუტსაიდერი ქობულეთის ,,შუქურა“ კი ,,ნორჩ დინამოს“ დაუხვდება.
ჩიხურა მარიბორთან დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა
საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში სლოვენიის ჩემპიონ, "მარიბორთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა.
ტორპედომ ვიკინგური გაანადგურა
უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის ,,ტორპედომ” ფარერული ,,ვიკინგური” 4:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ალბანურ ,,კუკეშს” დაუპირისპირდება.
კახა ჩხეტიანი: ჩვენს ქვეყანას გამარჯვება სჭირდება!
დღეს, 22:00 საათზე, "ტორპედო" ფარერებზე "ვიკინგურის" წინააღმდეგ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს. მატჩის წინ ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ,,ვიკინგურთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.