ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ნანა ძაგნიძე: სურვილი მაქვს მომავალში ხელი შევუწყო ქუთაისში საჭადრაკო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას
ქუთაისი ყოველთვის იყო ნიჭიერი მოჭადრაკეების სამჭედლო, სწორედ რიონისპირა ქალაქში აღიზარდა ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე. საქართველოს ქალთა თუ კაცთა ნაკრებები დღესაც უმეტესად ქუთაისელი მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. მათგან, თავისი მიღწევებითა და ტიტულებით გამორჩეულია ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ რადიო ,,ჯაკოს“ მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში მოხვდა.
დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.