ფეხბურთში, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა სტუმრად 0-1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით, ჩვენი ნაკრების წევრებმა საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერეს.
ცოტა ხნის წინ ბულგარეთში ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატი ჰოკეი-5-ში გოგონათა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა გოგონებმა 6 გუნდიან ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატის შესახებ ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე გვესაუბრა.