ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია. ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან ოთხივეს - ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ საგზურები (თავად ტურნირი კორეელმა მოიგო 154.0 ქულით).
ქალთა ტურნირში ჩვენი მეორე მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა.
ქუთაისელი მსროლელის პარიზული ოქრო
ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა პარიზში დღეს დაწყებულ საფრანგეთის „დიდ პრიზზე“. ქუთაისელი ჩუბინი ფინალში მეორე შედეგით შევიდა - 566 ქულა, იქ კი მშვენივრად იასპარეზა, 235.2 ქულით ყველას აჯობა და არც ჩემპიონობა დაანება ვინმეს.
ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქუთაისელმა ჩუბინმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 196.5 ქულით დაასრულა.
სატესტო რეჟიმი
ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.