ოთარ აბზიანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ოთარ აბზიანიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში.
ვაჟებში–ქუთაისი, გოგონებში აბაშა
29-31 მარტს ბათუმის სპორტული სკოლის დარბაზმა ჰოკეი 5–ში გოგონათა და ჭაბუკთა გუნდებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. პირველი წრის შემდეგ გათამაშებას ქუთაისის ჭაბუკთა და აბაშის გოგონათა გუნდები ლიდერობენ.
თეზო ჯაფარიძის მემორიალი მესტიაში
16 თებერვალს მესტიაში, ზურულდის მთაზე, სათხილამურო სპორტის სახეობაში თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი გათამაშდა, შეჯიბრება ჩატარდა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებს შორის.
ქუთაისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს
16–17 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტს აიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი -,,ჩელენჯ 2" დარბაზის(ინდორ) ჰოკეიში ქალთა გუნდებს შორის. ჩემპიონატში ქუთაისის გუნდთან ერთად მონაწილეობენ : ფინეთის, დანიის და სერბეთის ქვეყნის ჩემპიონები.
ქუთაისის გუნდი ევროტურნირებისთვის უკრაინელი ჰოკეისტებით გაძლიერდა.
საქართველოს ჩემპიონი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: მედეა ბუჯანაძე,ლელა სვინტრაძე,ანი სალდაძე,თეონა კუპრაძე, თამუნა სუპატაშვილი,ბელა ბასილაძე,თამთა არუსია,ვალერია ტიშენკო ,ბელა რუხაძე,პალინა ვოლოხოვა,
მწვრთნელი:ავთანდილ თევდორაძე და მოთამაშე მწვრთნელი ბელა ბასილაძე.
გუნდის მენეჯერი :თამარ რევიშვილი
ბელგრადში გუნდს შეუერთდება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილონა რეჰინა.
თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვა შეგიძლიათ :
https://eurohockey.org https://www.eurohockeytv.org
16– თებერვალი–
14სთ15წთ– ქუთაისი – პორვო (ფინეთი)
20სთ00წთ – ქუთაისი – კოპენჰაგენი(დანია)
17 თებერვალი
12სთ45 წთ –ქუთაისი– ბასკთ(სერბეთი)
16სთ45 წთ 3 – 4 ადგილი
18სთ15 წთ 1– 2 ადგილი
გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
6-7 ოქტომბერს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2003-2005 წლებში დაბადებულთა შორის.