16 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი კიევის "არსენალთან" გამართა და უკრაინულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქუთაისური გუნდიდან გოლი რიცარდ ლუკამ გაიტანა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბოლო წუთზე პენალტი გამოიყენა.
ამით "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას უკვე სამშობლოში საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს.
ტორპედოელებმა ანტალიაში 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. აქედან სამ მატცში გაიმარჯვეს, 1 შეხვედრა ფრედ დსარულდა, ხოლო ორ დაპირისპირებაში დამარცხდნენ..