შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა რომელზეც იტალიელმა მწვრთნელმა თავის სამწვრთნელო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე დაისახა გუნდის მიზანიც–ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რაც ,,კოლხეთისთვის" სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, იოლი არ იქნება. ფოთელები 18 ტურის შემდეგ 8 ქულით ცხრილის ბოლო პოზიციაზე არიან. ლანდის თქმით, მიზნის მისაღწევად, საჭიროა, გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელის თავიანთი მოვალეობისადმი სრული კონცენტრაცია და თავდაუზოგავი მუშაობა.