პრემიერლიგის მე-18 ტურში ,,ევერტონმა'' ,,ტოტენჰემს'' უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი და ძალიან საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში რვა გოლი გავიდა. აქედან 6 ,,ტოტენჰემმა“ 2 კი ,,ევერტონმა“ გაიტანა. შეხვედრა ,,დეზების“ გამარჯვებით დასრულდა 6:2. ამ გამარჯვებით ,,ტოტენჰემმა” პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი გაიმყარა. გუნდის მონაგარი ამ დროისთვის 42 ქულაა.