ამ გვერდის ამობედვა
ტორპედო ტირასპოლშია და შერიფთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება

ქუთაისის ,,ტორპედო“ ტირასპოლში  გუშინ გაემგზავრა,  სადაც 18 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონ ტირასპოლის ,,შერიფს” შეხვდება.  მატჩი ტირასპოლის  მთავარ არენაზე თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

ქუთაისელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში მოლდოვური გუნდი 2:1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. კახა ჩხეტიანის გუნდი მატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადება. ტორპედოელები ტირასპოლში მატჩამდე 4 დღით ადრე ჩავიდნენ, რომ  ,,შერიფთან“ შეხვედრას  ყოველმხრივ მზადყოფნაში შეხვდნენ.
 შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ანგარიში ,,შერიფმა“ გახსნა,მე–14  წუთზე მცველების შეცდომით ტირასპოლელთა ბელგიელმა ლეგიონერმა ზიგი ბადიბანგამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ,, ტორპედომ" ანგარიში 23-ე წუთზე გაათანაბრა, გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ქიმაძემ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 63-ე წუთზე ქიმაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ აუღელვებლად შეასრულა და ,,ტორპედოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

 

 

განახლდა ორშაბათი, 16 ივლისი 2018 10:10
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…