ესტონეთთან, უნგრეთთან და ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ, ამჯერად ქართველთა ძლევა ბელგიელმა ახალგაზრდებმა მოახერხეს.
შეხვედრის პირველი პერიოდი ქართველებმა 8-ქულიანი უპირატესობით 19:11 მოიგეს. მეორე პერიოდშიც ჩვენების უპირატესობა დაფიქსირდა 22:20 და ტაიმიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრების მოგებით 41:31 დასრულდა. მესამე პერიოდში ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ჩააგდეს და ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ანტირეკორდის ავტორებიც კი შეიქმნენ. 5:36 ასეთ სხვაობით დათმეს ეს პერიოდი ქართველებმა და ბუნებრივია, მატჩის ბედიც სწორედ ამ დროს გადაწყდა. მართალია, დასკვნით მეოთხედში ისევ ჩვენებმა იმარჯვეს 3-ქულიანი უპირატესობით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდით 65:83. ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი ამ პაექრობაში საბა გიგიბერია გახლდათ, რომელმაც 15 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა თავი.
ამ მარცხის შემდეგ ჯგუფში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად ბოლო ადგილებს ინაწილებს. ბუნებრივია ჩვენებს პლეიოფის შანსი აღარ აქვთ. ქართველ ახალგაზრდებს ჯერ აზერბაიჯანის ნაკრებთან დარჩათ ერთი მატჩი გასამართი, მერე კი 17-24 ადგილების გათამაშებისათვის უნდ იბრძოლონ.