ამ გვერდის ამობედვა
ანტონ ფეიქრიშვილს დიდ 10-ში ვიხილავთ

გუშინ ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ანტონ ფეიქრიშვილის ქუთაისურ კლუბში თამაშის შესახებ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას სწორედ ქუთაისის აიაში გააგრძელებს, ის ნაკრებში ბურჯის პოზიციაზე თამაშობს, ის  "აია"-ში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამ გადაწყვეტილებამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი, უელსურ "კარდიფ ბლუზის" ღირსებას იცავდა.

ანტონ ფეიქრიშვილი 31 წლისაა და კარიერის განმავლობაში კასტრში, ბრივსა და ალსტერში თამაშობდა.

რაც შეეხება დიდი 10-ს, მეორე წრე 25 იანვარს განახლდება და ქუთაისური "აია", თბილისში 'შევარდენზე' არმაზს ესტუმრება.

Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…