ამ გვერდის ამობედვა
"ექვსი ერი" ქართული რაგბისთვის გაიხსნა.

ქართველი მსაჯები შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი სარაგბო კარიერაში წინსვლას განაგრძობენ. ორივე მსაჯი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2019 წლიდან, უმაღლეს დონეზე იმსაჯებს, ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რომელიც ექვსი ერის "დახურულ სივრცეში" კარს შეაღებს, მანამდე კი, ნიკა და შოთა ყველაზე დაბალი, რაგბი ევროპის მესამე დივიზიონში მსაჯობდნენ, რომელიც სამი წლის უკან დაიწყო.

ორივე მსაჯი ყოფილი მორაგბეა, ტრამვების გამო მათ მოუწია ნაადრევად ჩამოშორებოდნენ აქტიურ სპორტს, თუმცა რაგბის სიყვარულის გამო მათმა საქართველოში არაპოპლარული დისციპლინა, მსაჯობა აირჩიეს.

ქართულ რაგბს მხარში დაუდგა ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტი, ბორჯღალოსნებისთვის ჯერ მიუღწეველი "დახურული სივრცე" ქართული რაგბისთვის ნაწილობრივ გაიღო, ხოლო რაგბის კავშირი აქტიურად მუშაობს ნაკრებისთვის, რაგბის უმაღლესი საფეხური რაც შეიძლება მიღწევადი მალე იყოს.

განახლდა ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 11:04
Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…