ვარლეი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ცნობილ ბრაზილიურ კლუბში თამაშობდა, მათ შორის "სანტა კრუზში", "ბოტაფოგოში", "კორიტიბასა" და "მირასოლში".
სამედიცინო შემოწმება ვარლეიმ ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში წარმატებით გაიარა და ამის შემდეგ "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბი იმედოვნებს, რომ ვარლეი თავის გამოცდილებასა და უნარებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა "ტორპედოს" წარმატებას მიაღწიოს.