ამ გვერდის ამობედვა
ისტორიაში მეორედ, ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს სუპერთასს დაეუფლა

გორის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მფლობელს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა.

მატჩი ქუთაისელების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა. თამაში ორივე გუნდის ლაფსუსებით იყო დატვირთული, შედარებით უკეთ რიონისპირელები გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშეც აისახა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუპერთასს  "ტორპედო" შარშანაც დაეუფლა. კლუბის ისტორიაში ეს მეორე სუპერთასია. საერთო ჯამში კი ჩხეტიანის შეგირდებმა მეხუთე ტიტული მოიპოვეს.

განახლდა კვირა, 24 თებერვალი 2019 19:29
Share this article
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…