ამ გვერდის ამობედვა
"ტორპედომ" მონტენეგროელი ლეგიონერი დაიმატა

ქუთაისის ,,ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. რიონისპირელთა რიგებში მატებაა. ახალი სეზონიდან ქუთაისური გუნდის ღირსებას  25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი  ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს.
რიონისპირელთა ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია. მან კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.

სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ "კასტრიოტიში" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით "სუტიესკას" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.

"ტორპედო" ხვალ შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. მონტენეგროელი ლეგიონერი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება.

განახლდა სამშაბათი, 08 იანვარი 2019 14:56
Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…