ამ გვერდის ამობედვა
24-ე ტური-ლიდერთა წარმატებული მატჩები

ლიგა 3-ში სატურნირო ცხრილის მიხედვით უცვლელი მდგომარეობაა - ცხრილს ხუთქულიანი ჰანდიკაპით, კვლავ მყარად ლიდერობს სკ. „ზუგდიდი“, რომელმაც გასვლაზე აუტსაიდერი, წყალტუბოს „სამგურალი 2“ – 4:3 დაამარცხა, თუმცა აღნიშნული მატჩი დრამატულად წარიმართა და განსაკუთრებით მეორე ტაიმში შეიცვალა ყველაფერი.

 ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზუგდიდმა, დასაწყისიდანვე უპირატესობა მოიპოვა, დიდი დრო გასული არც იყო, როცა ზუგდიდელები ბესიკ ჩიმაკაძის და გიორგი წულეისკირის გოლებით, ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს და ერთი შეხედვით, თითქოს დამთავრებული ჩანდა, ვინაიდან მესამე გოლის  შემდეგ მასპინძლები მარცხს უნდა შეგუებოდნენ, მაგრამ წყალტუბოელთა კიპერმა ბექა ფანცხავამ, გიორგი წულიესკირს კუთხე გამოუცნო და არ გაატანინა. მერე ნახევარი აშკარად უკეთ დაიწყეს იმერლებმა და ზვიად კუხალაშვილმა სხვოაბ ერთ ბურთამდე შეამცირა. ამან მასპინძლები კიდევ უფრო შეაგულიანა, თუმცა მალევე გოლი საკუთარ კარში მიიღეს და ზუგდიდელთაგან თავი, გიორგი გურეშიძემ გამოიჩინა. 

მსაპინძლებმა, როგორც იტყვიან მაქსიმალურად ძალები მოიკრიბეს და მალევე ლაშა ჩავჩიძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლი გაუტანა ლიდეს, რითაც წონასწორობა აღადგინა და თამაშიც საკუთარი გუნის სათავისოთ შემოატრიალა-მაგრამ როგორც იტყვიან ძალები ლიდემაც გამონახა და სამმი ქულა მაინც არ დათმო და 73-ე წუთზე გიორგი წულეისკირმა, მეოთხედ აიღო მეტოქის კარი და თვითონ დუბლი მიითვალა.

ეროვნული ლიგა 3- XXIV ტური

„სამგურალი 2“ - „ზუგდიდი“ – 3:4

 

წყალტუბო, „26 მაისი“-ს სახელობის სტადიონი, 27 აგვისტო

 

გოლი: ჩიმაკაძე (8-ე წთ), წულეისკირი (13-ე წთ), კუხალაშვილი (55-ე წთ), გიორგი გურეშიძე (59-ე წთ), ჩავჩიძე (62-ე, 65-ე წთ), წულეისკირი (73-ე წთ)~

 

„სამგურალი 2“ : ბ.ფანცხავა, ხვადაგიანი (ჯანაძე 79-ე წთ), ლუკა ჩავჩიძე, ქუთათელაძე, ზ. ფანცხავა, ჯანელიძე, ლიპარტელიანი (კუხალაშვილი 46-ე წთ), ლაშა ჩავჩიძე, ჩიხლაძე, შალამბერიძე, ლეშკაშელი (კოპალიანი 46-ე წთ)

 

სათადარიგო: სვანიძე, კალანდია, მუკბანიანი, ქოიავა

 

„ზუგდიდი“: ძაგანია, კიკაბიძე, ღონღაძე, ლემონჯავა, მოისწრაფიშვილი, ქირია, გურამ გურეშიძე, გიორგი გურეშიძე (ბუკია 70-ე წთ), კვარაცხელია, ჩიმაკაძე, წულეისკირი (ჭურღულაშვილი 84-ე წთ)

 

სათადარიგო: ხარჩილავა, ბიგვავა

 

გაფრთხილება: ხვადაგიანი (33-ე წთ), ჩიმაკაძე (88-ე წთ)

 

მსაჯი: გიორგი ვარდიძე

 

გათამაშების მეორე ადგილოსანმა ჩოხატაურის „ბახმარო“-მაც სამი ქულა მოიპოვა საშინაო სეხვედრაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ მძიმე ბრძოლაში და ოდნავ იღბალის წყალობითაც, მივყვეთ მოვლენებს - ჩოხატაურელთა მეტოქე ჩხოროწყუს „სამეგრელო“ იყო-პირველი ნახევრის ძირითადი დო გუნდებმა ორთაბრძოლებში გალიეს -31-ე წუთზე კი სტუმარმა გუნდმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება და დაწინაურდა. თორნიკე მუმლაძემ ანგარიში გახსნა. გუნდები შესვენებაზე  ამ ანგარიშით გავიდნენ.

 მეორე ნახევარი მასპინძლები უფრო მეტად მოტივირებულები იყნენ და ეს გასაკვირი არც ყოფილა. 55-ე წუთზე თორნიკე შარაშენიძემ ანაგარიში გაათანაბრა - 75-ე წუთზე კი იმავე შარაშენიძემ,  ბახმარო დააწინაურა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასულებულა. მეგრულმა გუნდა გაიბრძოლა და თანაფარდობის აღსადგენად მაქსიმუმი გააკეთა-მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩენილი ლაშა კუკავას წინააღმდეგ, გურულთა კიპერმა იუხეშა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ, წესის დარღვევად არ მიიჩნია ეს მომენტი და შესაბამისად პენალტიც არ დაინინშნა, რასაც სტუმართა მხრიდან აგრესია მოჰყვა.  თამაშის დამთავრებამდე, დამატებულ წუთებზე, ირაკლი ხერხაძემ ჯერ თორნიკე მუმლაძე, ხოლო შემდეგ თამაზ კიკაბიძე (სათადარიგო სკამიდან) გააყვითლა-ამ უკანსკნელს კი მეორე ჯერზე წიტელი ბარათი აუფრიალა. საბოლოოდ ჩოხატაურელებმა ოქროს ოლების მოპოვება შესძლეს.

 

„ბახმარო“ – „სამეგრელო“ – 2:1

გოლი: მუმლაძე (31-ე წთ), შარაშენიძე (55-ე წთ), შარაშენიძე (75-ე წთ)

გაფრთხილება: ცინცაძე (14-ე წთ), მუმლაძე (90+3 -ე წთ), კიკაბიძე (90+3-ე წთ)

გაძევება: ცინცაძე (85-ე წთ), კიკაბიძე (90+3-ე წთ)

მსაჯი: ირაკლი ხერხაძე

 

ამ ტურში დადგემილი სათამაშო დროის ყველაზე გვიან ჩატაებული შეხვედრა „საბურთალო 2“-ის და ხობის  „კოლხეთი“-ს მატჩი იყო, რომელიც „ბენდელა“-ზე 20:00 საათზე დაიწყო. ხობელებმა წინა ტურში უშუალო კონკურენტთან, ბახმაროს „ჩოხატაურთან“ მატჩში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს და ბუნებრივი იყო, გასვლაზე სამი ქულის მოსაპოვებლად მაქსიმალუ ძალებს დახარჯავდნენ. შეხვედრაც მათი სასურველი სედეგით დაიწყო და 9-ე წუთზე მეგრული გუნდი, „კოლხეთი“-ს კაპიტანმა, ოთარ ფიფიამ დააწინაურა. დედაქალაქელებმა, შანსი ხელიდან არ გაუშვეს და პირველივე ტაიმში, დაიბრუნეს სათამაშო უპირატესობა - 31-ე წუთზე, ლუკა ფოჩხუამ ხობელებს გაუტანა და წონასწორობაც აღდგა.

 მეორე ტაიმში ორთაბრძოლების მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა, მაგრამ მეორე ნახევარმა  მიიპყრო ყურადღება-მსაჯმა, დავით ხარიტონაშვილმა კი, ყვითელ - წითელი ბარათი სტუმართა მისამართით დაარიგა.

ხარიტონაშვილმა,  45-ე წუთზე გუნდის კაპიტანი, ოთარ ფიფია გააფრთხილა, ხოლო შემდეგ მან, ყვითელი ნიკოლოზ ხარაბაძე უჩვენა. ცოტა ხანში მსაჯმა, ლევან ვართაგავც გააყვითლა, ხოლო ოღრ წუთში იგი მოედნიდანაც გააძევა.

„საბურთალო 2“ – „კოლხეთი“ – 1:1

გოლი: ფიფია (9-ე წთ), ფოჩხუა (31-ე წთ)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

უხვგოლიანობით გამოირჩა შეხვედრა ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივმა „გურია“-მ, თბილისის „მარკ სტარს“-ს უმასპინძლა. 21-ე წუთზე გურულები დაწინაურდნენ - გუნდის კაპიტანმა თენგიზ ჩიკვილაძემ, პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დარტყა და ანგარიშიც გახსნა. სამ წუთში კი გურულები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ -დენის სკოტარენკომ დედაქალაქელთა კარის ბადე მეორედ შეარხია.

დედაქალაქელებმა პირველ ტაიმსი მოახერხეს ის, რომ სხვოაბა ერთ ბურთამდე შეამცირეს -კობა ქებურიამ, გურულთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშიც შეამცირა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არც იყო გასული, ბექა ზაქრაძემ თავის დაგილზე დაბურუნა ყველაფერი როცა მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. ბევრი მცდელობის მიუხედავად მეტოქემ ვერაფერი მოახერხა, რათა თამაშში გარდატეხა შეეტენა. ერთადერთი რაც მოხდა იყო ის, რომ დამატებულ წუთებზე მარკ სტარსმა მეორე გოლი გაიტანა, თუცმა თამაშის გადასარჩენად ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა.

„გურია“ – „მარკ სტარსი“ – 3:2

გოლი: ჩიკვილაძე (21-ე წთ. პენ.), სკოტარენკო (24-ე წთ), ქებურია (35-ე წთ. პენ.), ზაქრაძე (57-ე წთ), რამიშვილი (90+3-ე წთ)

მსაჯი: ტარიელ რუხაია

 

ათეულს მიღმა მყოფ ვანის სულორმა, კი ს.კ. „გორი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმრები ილია მაჭარაშვილმა დააწინაურა 24-ე წუთზე და გორმა პირველ ნახევარში ეს უპირატესობა შეინარჩუნა. შიდა ქართლელები უპირატესობას სეხვედრის ბოლომდეც ინარჩუნებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა, 4 წუთიან ინტერვალში ყველაფერი შათავისოდ შეცვალეს - 73-ე წუთზე ამირან როხვაძემ, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ 77-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა -ეს გოლი კი მატჩის გადამწყვეტიც აღმოჩნდა და ვანელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს. ამ ტურში აღნიშნული შეხვედრა  ყველაზე გამორჩეული იყო გაფრთხილებების მხრივ - მთავარ არბიტრს, ბორის გლუშუკს, 6 ყვითელი ბარათის ჩვენებამ მოუწია, ხოლო სამი ფეხბურთელი - დავით ივანიაძე („სულორი“), ამირან როხვაძე („სულორი“), იაჰაია აბუბაკარი („გორი“), მოედნიდან გააძევა.

 

„სულორი“ – „გორი“ – 2:1

გოლი: მაჭარაშვილი (24-ე წთ), როხვაძე (73-ე წთ), როხვაძე (77-ე წთ)

მსაჯი: ბორის გლუშუკი

 

საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი“-ს უპირატესობა გარდა საშინაო  შეხვედრაში მოპოვებული წარმატებისა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან ადგილი ამ მოგებით გორს გაუცვალა და მეექვსე პოზიციაზე აინაცვლა.

ბორჯომმა კი მარნეულის „ალგეთს“ უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდა დატოვა-5:1. მასპინძლები გიორგი ხუმარაშვილმა 16-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო ილია პავლიაშვილმა სამ წუთში მეორე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე კი, სერგი კობესაშვილმა მესამედ დაამწუხრა მეტოქე.

 მეორე ტაიმში  გიორგი ქუცურუამ მეოთხედ აირო მეტოქის კარი - ცოტა ხანში კი სტუმართა მხრიდან ცოტნე სამუშიამ, თითქოს  გარდატეხის შეტანა სცადა და სხვაობაც შეამცირა, მაგრამ ეს სტუმართათვის არაფერს მოასწავებდა - პირიქით, მათ კიდევ ერთი გოლი იწნვიეს საკუთარ კარში, ამჯეად კი გატანილი გოლით თავი, იონა კალაჯიშვილმა დაგვამახსოვრა.

 

„ბორჯომი“ – „ალგეთი“ – 5:1

გოლი: ხუმარაშვილი (16-ე წთ), პავლიაშვილი (19-ე წთ), კობესაშვილი (45+1-ე წთ), ქუცურუა (51-ე წთ), სამუშია (69-ე წთ), კალაჯიშვილი (85-ე წთ)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

 

დანარჩენი შეხვედრები კი ასე დასრულდა:

 

„არაგვი“ – „იმერეთი“ – 3:2

„მეშახტე“ –„გარდაბანი“ -1:0

„მაჭახელა“ –„ჭიათურა“ -0:1

„ვარკეთილი“ –„ბეთლემი“ – 1:1

 

 

 

განახლდა ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 19:26
Share this article
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…