ამ გვერდის ამობედვა
ტორპედო აღარ ხუმრობს... ქუთაისელები ბრაზილიელი შემტევით გაძლიერდნენ!

ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობასა და უეფას ევროპის თასზე წარმატებულ გამოსვლას გეგმავს. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩევა.

ქუთაისელები გაძლიერებას განაგრძობენ. ,,ტორპედოს" ახალი შენაძენი  21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა გახლავთ.  "ტორპედოსა" და მექსიკურ "ტიგრესს" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ქუთაისურ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა.

2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური "გოიასის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "სანტოსის" 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. "სანტოსის" მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ "ტიგრესში" გადაბარგდა.

 "ტორპედოს" ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.

განახლდა პარასკევი, 11 იანვარი 2019 21:48
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…