ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში მატებაა. ქუთაისური გუნდის ღირსებას 30 წლის სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი დაიცავს; სლოვაკმა ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილოშ ლაჩნი ,,ტორპედოში" სლოვაკური "ჟილინადან" გადავიდა. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც "რუზომბეროკი" (სლოვაკეთი), "შლიონსკი" (პოლონეთი), "გროდნო" (ბელორუსი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია) და პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი) არიან.
2009-10 წლების სეზონში რიონისპირელთა ახალწვეულმა ჩეხეთის ჩემპიონატი მოიგო, 2010/11 წელს კი - ქვეყნის სუპერთასიც;
მილოშ ლაჩნის ევროტურნირებზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ნაკრებს, იყო სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი;
ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია და გუნდთან ერთად ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაიო ეტაპის მატჩისთვის ემზადება.