ამ გვერდის ამობედვა
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ 16 ივლისს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემა ოფიციალურად გადაეცემათ.

ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების დირექტორები და მწვრთნელები დაესწრებიან. დღესვე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი, ირაკლი ჩიტაური კლუბების წარმომადგენლებს პოლარის სისტემის შესახებ პრეზენტაციის სახით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბები პოლარის ანალიტიკური სისტემით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ.

 

 

განახლდა ორშაბათი, 30 ივლისი 2018 18:20
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…