ამ გვერდის ამობედვა
ქუთაისში საუკეთესოდ კვლავ შოთა მიშველიძე დასახელდა

 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ქუთაისში

24 დეკემბერს რესტორან ,,ელეონში“ ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოეს. წლის შემაჯამებელი ღონისძიება ტრადიციულად ახალი წლის წინა დღეებში იმართება და მასში ჩართულია ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება.  საღამოს ცნობილი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა. ქუთაისის გასული სეზონის ნომინანტები რამდენიმე დღის წინ სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელსაც ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის შემადგენლობა ვეტერანი სპორტსმენებით, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებითა და ადგილობრივი ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული.

ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი შოთა მიშველიძე დასახელდა, რომელიც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დააჯილდოვა. შოთა მიშველიძე წლეულს ბუქარესტში ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპულ ოქროსთან ერთად მან საშინაო ასპარეზზეც იყოჩაღა და საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. აღსანიაშნავია, რომ მიშველიძე ზედიზედ მეორე წელიწადია ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენად სახელდება.

 ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ– რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე გახდა, რომელმაც წლეულს 23–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ქუთაისელი ფალავანი მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ საუკეთესო ახალგაზრდა მოჭიდავედ დაასახელა (23 წლამდელებში). პატარიძე ქუთაისში არ იმყოფებოდა, მის ნაცვლად პრიზი ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა პატარიძის მწვრთნელს ელგუჯა მარუაშვილს გადასცა.

გამოვლინდა ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი. აღნიშნულ ნომინაციაში ტყვიის სროლაში მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ნინო ხუციბერიძემ გაიმარჯვა.

ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენად დასახელდა მკლავჭიდელი ზურაბ ბუცხრიკიძე.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. სპორტსმენების დაჯილდოებაში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კახი კახიაშვილმა და დავით ხახალეიშვილმა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო გუნდისთვის განკუთვნილი ჯილდო ქუთაისის ,,ტორპედოს“ გადასცა. ასევე, საუკეთესო გუნდად დასახელდა საკალათბურთო გუნდი ,,ქუთაისი 2010“. საუკეთესო ქალთა გუნდისთვის განკუთვნილი პრიზი ჰოკეის გოგონათა გუნდს გადაეცა.  

 „ჩვენი ქალაქის მთავარი საზრუნავი ცხოვრების ჯანსაღი წესი, ახალგაზრდობა და სპორტია. ამ კუთხით გასულ წელს მაქსიმუმი გაკეთდა, წელს კი გაცილებით მეტს ვგეგმავთ. ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ აღიარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ“- განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

,,ერთ–ერთი პირველი რაც ჩვენ ქალაქის სათავეში მოსვლისას გავაკეთეთ ის იყო, რომ სპორტსკოლებში გავაუქმეთ გადასახადები და სპორტი გახდა უფასო, რამაც 20–30% ით გაზარდა სპორტით დაკავებული ახალგაზრდების რაოდენობა. რაც შეეეხება სამომავლო გეგმებს,  ქუთაისში აშენდება ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ეს ძალიან დიდი შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე–17  ჭიდაობის კომპლექსურ სპორტსკოლას, სადაც განთავსდება ახალი, თანამედროვე ინვენტარი.  სპორტსმენებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, გაიზრდება სპორტის დაფინანსება და განხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.“ –აღნიშნა ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა.

ზემოთაღნიშნული ოთხი ნომინაციის გარდა, გამოვლინდა ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეული და საუკეთესო გუნდები, ასევე 2018 წლის სტიპენდიანტები.

 

წლის სპორტსმენი
შოთა მიშველიძე ძალოსნობა, მწ. მალხაზ ლომთაძე
წლის პარაოლიმპიელი ზურაბ ბუცხრიკიძე მკლავჭიდი, მწ. ირაკლი გამთენაძე
წლის ახალგაზრდა სპორტსმენი ზვიად პატარიძე ბ/რ ჭიდაობა, მწ. ელგუჯა მარუაშვილი
წლის გუნდი ქუთაისის „ტორპედო“ 
წლის გუნდი „ქუთაისი 2010“ 
წლის ქალთა გუნდი ბ/ ჰოკეი მწ. ა.თევდორაძე; ბელა ბასილაძე; ბ.ჯანელიძე
წლის ქალი სპორტსმენი ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლა, მწ.უშანგი დინგაშვილი

წლის საუკეთესო სპორტსმენი (ათეული) 
სანდრო ბაზაძე ფარიკაობა მწ.მერაბ ბაზაძე
ბაგრატ გაგნიძე თ/ ჭიდაობა მწ. კობა ახვლედიანი
თამაზ გოჩელაშვილი შოტოკან კარატე მწ. გოჩა კეზევაძე
ლიზი კილაძე ტყვიის სროლა მწ. როლანდ გირგვლიანი
ბექა ლომთაძე თ/ჭიდაობა მწ.კობა ახვლედიანი
ლევან მოწონელიძე მკლავჭიდი მწ. ირაკლი გამთენაძე

გიორგი სულავა თ/ჭიდაობა მწ.თეიმურაზ მურღულია
გენადი ჩირგაძე სამბო მწ.გივი სარდანაძე
გიორგი ხარაბაძე კრივი მწ. ანატოლი ცქიფურიშვილი
დავით ხეცურიანი ძალოსნობა მწ.გია ცირეკიძე

2019 წლის სტიპენდიანტები:
N სახელი, გვარი სპორტის სახეობა შენიშვნა
1 ზვიად პატარიძე
მწ. ელგუჯა მარუაშვილი ბ/რ ჭიდაობა ოლიმპ.
2 სანდრო ბაზაძე
მწ. მერაბ ბაზაძე ფარიკაობა ოლიმპ.
3 შოთა მიშველიძე
მწ. მალხაზ ლომთაძე ძალოსნობა ოლიმპ.
4 ბექა ლომთაძე
მწ. კობა ახვლედიანი თ/ჭიდაობა ოლიმპ.
5 გიორგი სულავა
მწ. თეიმურაზ მურღულია თ/ ჭიდაობა ოლიმპ.
6 მარდალეიშვილი 
მიხეილი
მწ. მერაბ ბაზაძე ფარიკაობა ოლიმპ.
7 ლიზი კილაძე
მწ.როლანდ გირგვლიანი ტყვიის სროლა ოლიმპ.
8 ხეცურიანი დავითი
მწ. გია ცირეკიძე
ძალოსნობა ოლიმპ.
9 გიორგი ხარაბაძე
მწ.ანატოლი ცქიფურიშვილი
კრივი ოლიმპ.
10 ბაგრატ გაგნიძე

მწ. კობა ახვლედიანი თ/ ჭიდაობა ოლიმპ.
11 ზურა წიქორიძე მწ. კობა ცნობილაძე სუმო ა/ოლიმ
12 ინდირა სილაგაძე მწ. დავით თევდორაძე სამბო ა/ოლიმ
13 გიორგი ჭუმბურიძე მწ. გივი სარდანაძე სამბო ა/ოლიმ
14 თამაზ გოჩელაშვილი
მწ.გოჩა კეზევაძე შოტოკან კარატე ოლიმპ.
15 დავით აბდალაძე მწ. გოჩა კირკიტაძე თ/ ჭიდაობა ოლიმპ.
16 ნიკოლოზ მარგველაშვილი
მწ. შმაგი გოქაძე ბ/რომაული ოლიმპ.
17 საბა ინანეიშვილი მწ. ვეფხვია ბალხამისვილი ძიუდო ოლიმპ.
18 გიორგი ჭოლაძე 
მწ. რევაზი ჩაჩხიანი თ/ ჭიდაობა ოლიმპ.
19 მათე გოქაძე მწ. ელგუჯა მარუაშვილი ბ/რ ჭიდ ოლიმპ.
20 ონიანი ბეთქილი
მწ. ი. გამთენაძე მკლავჭიდი ა/ოლიმ
21 კაკაბაძე ედუარდი 
მწ. მ. ლომთაძე ძალოსნობა ოლიმპ.
22 ლომთაძე ზაზა
მწ. მ. ლომთაძე ძალოსნობა ოლიმპ.
23 ნინო ხუციბერიძე
მწ. უშანგი დინგაშვილი ტყვიის სროლა ოლიმპ.
24 კონსტანტინე ჯანაშია - მწ. ავთანდილ ახლედიანი უძ მამაკაცი ა/ოლიმპ
25 .მოწონელიძე ლევანი მწ. ი. გამთენაძე მკლავჭიდი ა/ოლიმ
26 გენადი ჩირგაძე მწ. გივი სარდანაძე სამბო ა/ოლიმ
25 ლოლიტა გაბუნია ძიუდო ოლიმპ.
28 ბუცხრიკიძე ზურაბი მწ. ი. გამთენაძე პარ/მკლავჭიდი ა/ოლიმ
29 ლაშა ფხაკაძე მშვილდოსნობა ოლიმპ.
30 ახობაძე ვახტანგი მწ. ი. გამთენაძე პარ/მკლავჭიდი ა/ოლიმ

 

განახლდა ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018 17:14
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…