ამ გვერდის ამობედვა
თემურ ჭკუასელიძე ევროპის ჩემპიონია

რომში მიმდინარე  ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა, ქართველმა ფალავნებმა  1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 ევროპის ჩემპიონი თემურ ჭკუასელიძე (87) გახდა, მესამეზე კი ლერი აბულაძე (63) და ბექა გურული (77) გავიდნენ.

ჭკუასელიძემ ფინალურ შეხვედრაში 7:1 დაამარცხა უნგრელი ალექს გერგო ჟოკე.

აბულაძემ ბრინჯაოსთვის პაექრობაში 6:2 მოუგო რუს ემილ ზიგანშინს, გურულმა კი 5:0  დაამარცხა უკრაინელი დმიტრო ვასეცკი.

 

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…