ამ გვერდის ამობედვა
კარპოვიჩის დიპლომატია - გადაწყვეტილი ჯერ არაფერიაო

ანდრეი კარპოვიჩი (აქტობეს მთავარი მწვრთნელი): ,, დიდხანს ვემზადებოდით ევროტურნირებისთვის, სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, სწორად ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა დავალებები კარგად შეასრულეს და გულშემატკივრები გაახარეს. გავიმარჯვეთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. წინ საპასუხო შეხვედრა გვაქვს და სრული მობილიზებით უნდა შევხვდეთ.


რაც შეეხება ლუკა გადრანის ტრავმას, არ ვიცით რა სირთულის დაზიანებაა აქვს. სამწუხაროა, რომ წამყვანი მცველი დაგვემტვრა, თუმცა გვყავს შემცვლელები და ჩვენ ყველა ფეხბურთელის გვეიმედება.
არ მინდოდა კომენტარი გამეკეთებინა, საქართველოში ჩამოსვლისას შექმნილ პრობლემებზე. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ფაქტია, რომ თამაშის დღეს ჩამოვედით. ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ყველა სირთულე გადალახეს, კარგად ითამაშეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს.

განახლდა პარასკევი, 28 ივლისი 2023 03:45
Share this article
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…