საპასუხო შეხვედრაში აუცილებელია გავიტანოთ სწრაფი გოლი და შევეცდებით მაქსიმალურად შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს, უნდა გავიდეთ და უნდა მოვიგოთ მეორე მატჩი.
მსაჯობას რაც შეეხება, მათი გადაწყვეტილებების მიმართ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
ჰაიდარის შემოსვლის ფაქტს რაც შეეხება, ის თამაშისთვის ემზადებოდა და მატჩისწინა მოთელვაზეც იყო, ალბათ რაიმე ტექტიკური პრობლემა იყო, მატჩის განაცხადის გამოქვეყნებისას.
როგორც კლუბის მედია ოფიცერმა თორნიკე ღვინიანიძემ განმარტა, რომ ჰაიდარი ნამდვილად არ იყო მატჩისწინა განაცხადში და უნდა დაველოდოთ უეფას ვერდიქტს.