გასულ სეზონში, "ვიტესში" თამაშიშას, კაშია შეუერთდა აქციას რომელიც, ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა, მან კაპიტნის სამკლაურად, ცისარტყელის ფერებში გაკეთებული სამკლაური გაიკეთა, ამ გაბედული ნაბიჯით მან მხარი დაუჭირა თანასწორობას და დაგმო აგრესია, რაც, ლგპტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობდა.
აღნიშნულმა ფაქტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქართული საზოგადოების ნაწილში, ზოგი მათგანი მის ნაკრებიდან წასვლასაც კი მოითხოვდა, მიუხედავად ზეწოლისა, კაშიამ განაცხადა რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას და მხარს უჭერს მრავალფეროვნებას.
კაშიას ამ გააწყვეტილებამ დადებითი გამოხმაურება მოყვა საფეხურთო სამყაროში, ასევე სსფ-მ და მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ დაუჭირა მხარი თანასწორობის იდეას.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერმაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა და განაცხადა: "მისასალმებელია გურამის გამბედაობა, მისი ქმედება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თაასწორობის პრინციპის მხარდაჭერისთვის, აქედან გამომდინარე მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ღირსეული ჯილდო."
გურამ კაშია - "მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ს ჯილდო გადმომცა, ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ალექსანდრ ჩეფერინს, მე ყოველთვის დავიცავ თანასწორობას და თანაბარი უფლებებს, ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპს"
უეფას მიერ დაწესებული აღნიშნული ჯილდო ასახავს #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთისაგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა. ამ ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურითი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს აძლევენ საკუთარ საზოგადოებასა და სპორტს, იმსახურებენ აღიარებებსა და ჯილდოს. - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერმა.