
დავით კოხრეიძე
მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში
ევროპის ჰოკეის ფედერაციამ მოულოდნელი და ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე იმაშია, რომ ევროპის ჰოკეის მმართველმა ორგანომ, ქალთა შორის ინდორ ჰოკეიში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – ჩელენჯ 2 –ის ფინალური შეხვედრის შედეგი გააუქმა, რომელშიც ,,ქუთაისი“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“ დამარცხდა. ამდენად, ქუთაისური გუნდი, როგორ ქვეჯგუფის გამარჯვებული, მომავალ წელს რანგით მაღალ ტურნირში ჩელენჯ–1 ში ითამაშებს.
ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან. თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.
ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ,,ჩელენჯ"-2 –ის გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა.
16 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი კიევის "არსენალთან" გამართა და უკრაინულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქუთაისური გუნდიდან გოლი რიცარდ ლუკამ გაიტანა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბოლო წუთზე პენალტი გამოიყენა.
ამით "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას უკვე სამშობლოში საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს.
ტორპედოელებმა ანტალიაში 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. აქედან სამ მატცში გაიმარჯვეს, 1 შეხვედრა ფრედ დსარულდა, ხოლო ორ დაპირისპირებაში დამარცხდნენ..