ქუთაისს კალათბურთის ლიეტუველ სპეციალისტი სტეპას კაირუნასი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი კალათბურთელებისთვის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში ორდღიანი ვარჯიშები ჩაატარა. სტეპას კაირუნასი საქრთველოში საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით იმყოფებოდა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, მათი მიზანი ბავშვების მომზადებასთან ერთად, პერსპექტიული ბავშვების ამერიკაში წაყვანა და კოლეჯებისა და საუნივერსიტეტო გუნდებში მოწყობაა. ლიეტუველ სპეციალისტს კემპის ჩატარებაში იტალიურ სერია ა - ში დაწინაურებული ,,ალმა ტრიესტეს" ქართველი ლიდერი გიგა ჯანელიძე და მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე ეხმარებოდნენ. კემპი კერძო პირების პაატა და ჭაბუკი მერკვილაძეების სპონსორობით ჩატარდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში კატასტროფულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველმა ახალგაზრდებმა მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეოთხე პაექრობაში მარცხი განიცადეს.

გუშინ  საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში ამხანაგური მატჩი გამართა მასპინძელ თანატოლებთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 78:71 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ პაექრობაში  უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. 

3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში თავი 18-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ფინალური ეტაპის იმ 1 საგზურისთვის იბრძოდნენ, რომელიც შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულისთვის იყო დაწესებული. ტურნირი უამინდობის გამო, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა.

,,ჩიკაგო ბულსის“ მორიგი ახალწვეული პოზიციით ფორვარდი ჯაბარი პარკერი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამერიკული საინფორმაციო წყაროების ცნობით პარკერი სეზონშო 20 მილიონ დოლარს მიიღებს.  
პარკერი  4 წლის განმავლობაში ,,მილუოკში“ თამაშობდა, სადაც საშუალოდ 30,7 წუთში 15,3 ქულას, 5,5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა

 

 
გვერდი 3 სულ 3

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…