ამ გვერდის ამობედვა
ქუთაისის სპორტის სასახლის წინ ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა

6 ოქტომბერს ქუთაისში, სპორტის სასახლის წინ  ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა. აღნიშნულ დღეს ქალაქში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სპორტის სასახლის წინ ცნობილი ქართველი კალათბურთელების ბიუსტების განთავსება.

ქუთაისის სპორტის სასახლე სწორედ მიხეილ ქორქიას და ზურაბ საჯანდელიძის სახელობისაა და სიმბოლურიცაა, რომ მათი ბიუსტები ქალაქის მთავარ საკალათბურთო არენის წინ გაიხსნა. სკულპტურის შექმნაზე მოქანდაკე მიხეილ გვასალიამ იმუშავა, ხოლო პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.

გახსნის ცერემონიალს ქუთაისის ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ვეტერანი კალათბურთელები და ოლიმპიური ჩემპიონების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…